Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

3-წლიანი წყვეტის შემდეგ შაორში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

თარიღი : 14-08-2022, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ბანაკის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგლე ირაკლი გივიაშვილი დაესწრო.

შაორის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ დადგმული ფლეშმობით გაიხსნა. საღამოს დასასრულ, სტუმრების წინაშე ანსამბლი “მართვე” და ჯგუფი “ფორტე” წარსდგნენ.

3-წლიანი წყვეტის შემდეგ, შაორის ბანაკი 13 აგვისტოს გაიხსნა და ახალგაზრდების პირველ ნაკადს მასპინძლობს.

ახალგაზრდების განვითარების ინტერესებში ბანაკების მართვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონიდან და მათი შერჩევა ხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით. წელს, ბანაკები უმასპინძლებენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახლაგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს.
პანდემიის დაწყების შემდეგ, შაორი არის პირველი ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც გაიხსნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, რაც შესაძლებელი გახდა ბანაკის ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად. კერძოდ, 2021-2022 წლებში განახლდა ბანაკის სპორტული ინფრასტრუქტურა, უახლესი ტექნიკით აღიჭურვა სამზარეულო ბლოკი და ბანაკის მონაწილეებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად ყველა საცხოვრებელ კოტეჯში მოეწყო სველი წერტილი, გარემონტდა ყველა კოტეჯი.

ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გამართავენ: ინტერაქტიულ საგანმანათლებლო შეხვედრებს, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს, მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში შეხვედრებს, სპორტულ ოლიმპიადასა და ტურნირებს. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას, როგორიცაა: სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია, ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლიდან იგეგმება საბანაკე ინფრასტრუქტურის ადაპტირება. შესაბამისად, ბანაკები კიდევ უფრო მეტად ინკლუზიური იქნება და საბანაკე სერვისებით სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებიც შეძლებენ.

მომვალ წელს კვლავ გაგრძლედება ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება და საბანაკე სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით, მიმდინარე წელს 7-19 სექტემბერს მთაში ახალგაზრდული ბანაკი ეწყობა.
კურორტ სულორის ბანაკის დირექტორი დავით ლიკლიკაძეა.
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“, -ასე ჰქვია ბანაკს, რომლის ხანგრძლივობა 6 თვეა და ის 18 წლიდან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეხებათ.
ბანაკი ხარაგაულში 'ტურიზმის ცენტრის' ორგანიზებით 2013 წლიდან კარვების ფორმატში იმართება, სადაც ყოველი წლის 25 ივლისიდან 15
„ახალგაზრდული ბანაკი 2015“ მიმდინარე წლის 6 -დან 11 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება.

ამინდი