Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაში ეხმარება ფერმერებს სახელმწიფო პროგრამა ‘დანერგე მომავალი’?

თარიღი : 14-08-2022, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში, 1200 ჰა-ზე მეტ ფართობზე, სახელმწიფო თანადაფინანსებით მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ ფერმერმა კობა ჭულუხაძემ კაკლის ბაღი 9 ჰექტარზე გააშენა. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 48,550 ლარია.

“პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 17.6 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 133 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება კაკლოვან კულტურებს, ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით 8,455 ჰა -ზეა გაშენებული. თანადაფინანსება 39,166,940 ლარს შეადგენს.

იმერეთის რეგიონის მასშტაბით, ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 1.2 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან კაკლოვნები 207 ჰა -ზეა გაშენებული, თანადაფინანსება კი - 863,839 ლარია,”-ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


ნანახია: 166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 10 219.2

ამინდი