Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიციელები ოჯახურ ძალადობაში ამხილეს

თარიღი : 6-08-2022, 20:28 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავები სხვადასხვა დანაშაულში ამხილა.

სამსახურის ცნობით, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 1 -ლი აგვისტოს ჩათვლით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის, დისციპლინური დევნის სამსახურის უფროსი ამხილა, რომელმაც 2022 წლის 13 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 3 მოქალაქეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

ზემოაღნიშნულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის წერილობითი წინადადების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მას ბრალი 2022 წლის 30 ივლისს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 მაისს, მეუღლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, მხილებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11', 151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 29 ივლისს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ოჯახურ დანაშაულში ასევე მხილებულ იქნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11', 151 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 2022 წლის 30 ივლისს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს,”-ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 160-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით

ამინდი