რაჭის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე დაწინაურდა
თარიღი : 6-08-2022, 19:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა. გიორგი მაქარაშვილი ადგილი კი ქრისტინე კობახიძემ დაიკავა, რომელიც ამბროლაურის საკრებულოში უმრავლესობის ლიდერი იყო.
გიორგი მაქარაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა.
2018-2020 წლებში ის ხელმძღვანელობდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის ბიუროს, 2020 წლის მაისიდან აგვისტომდე ეკავა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2020 წლის აგვისტოდან იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.