Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვება უწევდათ ‘-ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

თარიღი : 6-08-2022, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.

პაციენტები შესაბამის მომსახურებას საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ. კლინიკა აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და სპეციალისტებით.

ამბროლაური მეორე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტია მესტიის შემდეგ, სადაც ჰემოდიალიზზე დამოკიდებული პაციენტებისთვის შესაბამისი სერვისი ადგილზევე გახდა ხელმისაწვდომი.

“მანამდე დიალიზდამოკიდებულ მოქალაქეებს სიცოცხლისთვის აუცილებელი სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა გაზაფხულზე დააანონსა. ზემო სვანეთში, მესტიის საავადმყოფოში დიალიზის ცენტრი 2022 წლის მაისში გაიხსნა. მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ სერვისი წლის ბოლომდე ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდება.


ნანახია: 175-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რესპუბლიკურ საავადმყოფოში საოჯახო მედიცინის მესამე ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში

ამინდი