Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“რუსი ტურისტები ჩვენს მეწარმეებს ბანკის ვალებს ასტუმრებინებენ, შემოსავალს აძლევენ, ეკონომიურად აძლიერებენ, მოტივაციას უჩენენ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ არ დატოვონ თავიანთი კერა”

თარიღი : 5-08-2022, 20:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნანა კოსტავა ამბობს, რომ მიესალმება ქუთაისში კულტურულად მოსაუბრე და სუფთად ჩაცმულ რუს ტურისტებს.

“არც რესტორანი მაქვს, არც კაფე-ბარი, არც სანაყინე, არც სასტუმრო, არც ჰოსტელი, მაგრამ მაინც მიხარია ჩემს ქალაქში ამდენ გაფითქინებულ, კულტურულად მოსაუბრე, სუფთად ჩაცმულ რუს ტურისტულ ოჯახს რომ ვხედავ. ისინი გაზონებზე არ გადადიან, ქუჩებს არ ანაგვიანებენ და სხვა ტურისტების მსგავსად, ბუჩქებში არ მოისაქმებენ (ეს ცალკე თემაა ქალაქის პრობლემებიდან). ისინი ჩვენს მეწარმეებს ბანკის ვალებს ასტუმრებინებენ, შემოსავალს აძლევენ, ეკონომიურად აძლიერებენ, მოტივაციას უჩენენ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ არ დატოვონ თავიანთი კერა და სადღაც მექსიკის საზღვარი იქნება ეს თუ ავსტრალია, არ გადაიხვეწონ სამუდამოდ. მე არ ვმდიდრდები, მაგრამ ჩემი თანაქალაქელი რომ ძლიერადაა, მეც მიხარია!!! არ დავაფრთხოთ რუსი ტურისტები, წინ დიდი და მძიმე ზამთარი გველის,”-წერს ნანა კოსტავა.


ნანახია: 290-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას აღარ აპირებს.
ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში გასვლითი შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყო.

ამინდი