Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მიმდინარე წელს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 24 გოგონა ჩაირიცხება

თარიღი : 5-08-2022, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მიმდინარე წელს, კადეტთა სამხედრო ლუცეუმში ჩასარიცხად გამოცდების შედეგების მიხედვით საერთო რეიტინგული სიის 122 მოსწავლე შეირჩა, მათ შორის 98 ვაჟი და 24 გოგონა. სამედიცინო შემოწმების შედეგად უარყოფითი პასუხი მიიღო 6-მა მოსწავლემ. შედეგად გამსვლელი მინიმალური ქულა 51,15 ქულა განისაზღვრა.

ასევე, მიმდინარე წელს პირველად ლიცეუმის არსებობის მანძილზე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას დაემატება ადგილები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროთა შვილებისთვის.

“სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის შვილი, რომელიც გადალახავს ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდაში 30%-იანი ბარიერს რეიტინგული სიის გარეშე, სამედიცინო შემოწმების შედეგად ჩაირიცხება ლიცეუმში. წელს ამ კრიტერიუმის შეაბამისად ჩასარიცხ მოსწავლეთა რაოდენობას ერთი მოსწავლე გოგონა დაემატა,”-აცხადებენ ლიცეუმში.

2022-2023 სასწავლო წლისათვის ლიცეუმში ჩასარიცხ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
მშობლებს ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ მშობლისა და კადეტის უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებისა და მობილობის საკითხებზე ისაუბრეს.

კადეტის ლიცეუმში სწავლება და ცხოვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სრულად ფინანსდება.


ნანახია: 110-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მივიდა.

ამინდი