Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასწრაფოს გამოძახება ფასიანი ხდება?-რა განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

თარიღი : 5-08-2022, 16:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების მომსახურებაზე ფასის დაწესებას ეხება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე განმარტებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის არის და იქნება უფასო.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გაკეთდა დამატებითი არასტანდარტული მომსახურების შეთავაზება. აღნიშნულის შესახებ კი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება.

„საქართველოს ყველა მოქალაქისთვის როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურება არის და რჩება უფასო. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება. რაც შეეხება წერილს, აღნიშნულ წერილში იყო შეთავაზება კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომ დამატებითი არასტანდარტული მომსახურებისთვის დაუწესდეთ ტარიფი. ეს შეეხება რომელიმე კერძო, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე კლინიკაში ჰოსპიტალიზაციას, ასევე სხვა ღონისძიებებს, რაც შესაძლოა დასჭირდეთ სადაზღვევო კომპანიებს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.


ნანახია: 361-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარის შემდეგ შემთხვევის თვითმხილველები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მამაკაცის გადარჩენა შესაძლებელი იყო. მის დაღუპვაში კი

ამინდი