Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამბროლაურის სოფელში დათვმა მოსახლეობას სიმინდი და ლობიო შეუჭამა

თარიღი : 5-08-2022, 13:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭაში, სოფელ უყეშში დახმარებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, სოფელს დათვებმა შეუტიეს და ადგილობრივებს მოსავალი გაუნადგურეს.

მოსახლეობის თქმით, ნაკვეთებში განადგურებულია როგორც სიმინდის, ისე ლობიოს მოსავალი. ადგილობრივები ბრიგადების გამოყოფას და მყაცებლის ან მოკვლას ან ცოცხლად დაჭერას ითხოვენ.

“დათვების შემოტევაა სოფელ უყეში, განადგურებულია მოსავალი. ვთხოვთ მუნიციპალიტეტს მოგვაშოროს ეს მავნებელი. ამისთვის ვშრომობთ? განადგურებულია მოსავალი,”-აცხადებენ ადგილობრივები.

ამბროლაურის მერის ზვიად მხეიძის თქმით, პრობლემის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია.

“სხვა სოფლებშიც არის მსგავსი პრობლემა. ერთ-ერთ სოფელში მაგალითად დათვმა ნაგვის ყუთები გადაგვიყარა მდინარეში. ერთი ამოვიტანეთ 200 მეტრის სიმაღლიდან და მეორე-ვერა. მოსახლეობამ იცის, რომ როდესაც მსგავსი საფრთხე არის, კანონი მათ აძლევთ დათვის მოკვლის უფლებას,”-ამბობს ამბროლაურის მერი.


ნანახია: 142-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აკაკი ბობოხიძის თქმით, მოსახლეობა ზამთარში უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, რადგან სიმინდისა და თხილის მოსავალი სრულად
სიმინდსა და ლობიოს უკვე არნახული ფასი ადევს, მარაგი იანვარში ამოიწურება.

ამინდი