Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო

თარიღი : 4-08-2022, 20:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით ავიაკომპანია Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.

ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა. განახლებული რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე, Wizz Air კვირაში ერთხელ იფრენს.

ცნობისთვის, 1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა.

ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.


ნანახია: 195-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

ამინდი