Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქართული ოცნების’ ლიდერები იმერეთში, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

თარიღი : 4-08-2022, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ქუთაისში, პარტიის იმერეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები პაატა კვიჟინაძე, ზაზა ლომინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, პარტიის ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.


ნანახია: 196-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი

ამინდი