Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საკადრო ცვლილება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნიაში

თარიღი : 4-08-2022, 17:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პირველი მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.

აღნიშნული თანამდებობა ქრისტინე კობახიძემ დაიკავა, რომელიც ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. აგრეთვე იყო ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი და უმრავლესობის ლიდერი.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, ქრისტინე კობახიძე პროფესიით ეკონომისტია. იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც სწავლობდა. მას კერძო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს, სადაც მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.

“აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით.

ამჟამად არის ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი-რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქრისტინე კობახიძემ აღნიშნულ პოზიციაზე გიორგი მაქარაშვილი შეცვალა.


ნანახია: 207-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი