Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აღმოჩენა საჩხერეში-რა იპოვეს არქეოლოგებმა თოდაძის ციხის ტერიტორიაზე?

თარიღი : 3-08-2022, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აღმოჩენა საჩხერეში, თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ა(ა).ი.პ. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრ “არგვეთი”-ს ორგანიზებით, საჩხერეში თოდაძის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფერდობებზე სადაზვერვო თხრილები და შურფები გაიჭრა. აღმოჩნდა რამოდენიმე პერიოდის ძეგლი. დაფიქსირდა ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურის ფენები და არტეფაქტები, ძვ. წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის სამარხი და წინარე ანტიკური პერიოდის ქვის კედელი.

“აღმოჩენილი მასალები კარგად თარიღდება ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებით (ფლეთილი ქვის კედელი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები). კერამიკული არტეფაქტები თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანის, ძვწ. III ათასწლეულის შუა ხანით და წინასწარულად მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარების ეტაპს მოიცავს.

გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ თოდაძის ციხეზე არსებობს მრავალეტაპიანი არქეოლოგიური ობიექტი:

• ადრე ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი
• წინარე ანტიკური ხანის ნამოსახლარი
• ადრე ელინისტური ხანის სამაროვანი
• გვიანანტიკური ხანის სამაროვანი
• ადრე შუასაუკუნეების ნამოსახლარი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ჯურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადაეცა. მასალის ნაწილი (ადრე ბრინჯაოს ხანის კერამიკა და სამარხის ინვენტარი) უკვე გამოფენილია მუზეუმის ექსპოზიციაში და ხელმისაწვდომია ვიზიტორებისთვის,”-აცხადებენ საჩხერის მერიაში.


ნანახია: 277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ მომხდარს ვანდალიზმი უწოდა.

ამინდი