ზესტაფონის სოფელში, ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი გაიხსენეს
თარიღი : 3-08-2022, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს, გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალთან, რომელიც მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში მდებარეობს, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
“მდინარი ბებიაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობას და სახელმწიფოს ძლიერებას იცავდა. ის იყო პატრიოტი, სამშობლოსთვის თავდადებული გმირი. 5 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და დღეს ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას უამრავი ადამიანი მიაგებს პატივს. მდინარი ბებიაშვილის სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მჯერა, რომ ათწლეულების შემდეგაც მის ხსოვნას ისე მიაგებენ პატივს, როგორც დღეს,”- განაცხადა ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა.
მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ქართველი სერჟანტი, 2017 წლის 3 აგვისტოს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.
2019 წელს, მის მშობლიურ სოფელში, მარტოთუბანში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. სოფელში ასევე აშენდა ახალი საფეხბურთო მოედანი, რომელიც გმირის სახელს ატარებს.