Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა კეთდება თერჯოლაში?-სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა და იმერეთის გუბერნატორმა დაათვალიერეს

თარიღი : 3-08-2022, 15:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ჯამში 115 პროექტი განხორციელდება.

მათივე ცნობით, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

“ძირითადი მიმართულება არის საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღების მშენებლობა, სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ქალაქ თერჯოლის ცენტრალური უბნის (რუსთაველის ქუჩა) ურბანული განახლება მიმდინარეობს.

პროექტი მოიცავს 5 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას. ცენტრალური უბნის, კერძოდ კი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობების განახლებას. პროექტის ფარგლებში, შენობების კარ-ფანჯარა იცვლება ახალი იზოპროფილის ვიტრაჟებით, ფასადებზე თბოსაიზოლაციის გამოყენებით, ძლიერდება მათი ენერგოეფექტურობა, წესრიგდება საფეხმავლო ზოლი და ეწყობა მიმდებარე სკვერები და პარკები, სადაც განახლდება ბავშვთა გასართობი სივრცეები.

ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს N3 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დასრულდება 2022 წლის დეკემბერში. პროექტის ღირებულებაა 2 243 845 ლარი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოფელ რუფოთსა და ქვედა სიმონეთში დასრულდა საჯარო სკოლების და შენობების სრული რეაბილიტაცია, წყალ-კანალიზაციის და სახანძრო სისტემის აღდგენა-განახლება, არსებული ფართების გადაგეგმარება შესაბამისი სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით. სკოლების რეაბილიტაციის შედეგად შესაძლებელი იქნება სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში მინიმუმ 200 მოსწავლის, ხოლო ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლაში - 250 მოსწავლის მიღება,”-ნათქვამია ინფორმაციაში.


ნანახია: 167-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი