Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იტალია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა გაიხსნა

თარიღი : 2-08-2022, 21:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იტალია - საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოფენა - „კრისტოფორო კასტელი და კოლხეთი“ გაიხსნა.

ღონისძიებაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო და ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მონაწილეობდნენ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კრისტოფორო კასტელის მემკვიდრეობის ის ნაწილი, რომელიც კოლხეთს ეძღვნება.

თეატინელთა ორდენის წევრი, მხატვარი და ექიმი პატრი კრისტოფორო კასტელი საქართველოში 25 წელი ცხოვრობდა. ამ დროის უდიდესი ნაწილი მან კოლხეთში გაატარა.

კასტელი სინამდვილის გადმოცემის საინტერესო ფორმას იყენებს - ნამუშევრებში მხატვარი თავად ფიგურირებს, როგორც პერსონაჟი. ის გარემოს მოვლენათა ეპიცენტრიდან აკვირდება.

ელინური მითების ინტერესის საგანი - კოლხეთი, კასტელისთვის ქუთაისში ცხოვრების წლებში განსაკუთრებით აქტუალური იყო. ის კოლხი ქალების პორტრეტების ციკლს ქმნის კოლხეთის სხვადასხვა მხარეში.

კასტელის მისიონერული მოგზაურება საქართველოში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპაში არც მე-17 საუკუნეში განელებულა ინტერესი ამ ქვეყნისადმი.

კოლხეთისადმი ევროპელ მოზაურთა ინტერესი კი, სათავეს ჯერ კიდევ იმ შორეულ წარსულში იღებს, როდესაც საბერძნეთის საუკეთესო გმირებმა - არგონავტებმა -პირველი შორეული საზღვაო ექსპედიცია კოლხეთში განახორციელეს.

სიმბოლურია, რომ ვანში-ძველი კოლხეთის რელიგიურ ცენტრში, კიდევ ერთი ევროპელი მოგზაურის მიერ დანახული ეს მითიური ქვეყანა ახლებურად ცოცხლდება.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქტივობები. ისინი ევროპელ მოგზაურთა, მისიონერთა და ხელოვანთა მიერ დანახულ კოლხეთს მიეძღვნება.


ნანახია: 139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დღეს ფიროსმანის სურათების გამოფენა გაიხსნა.

ამინდი