Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ

თარიღი : 2-08-2022, 19:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამების საკათედრო ტაძარში, 29 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. პანაშვიდზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა მოადგილეებთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილი რვა ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. მათ საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ. დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის“ დაჯილდოვდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


ნანახია: 153-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ემზარ თუთისანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ბაგრატის ტაძარში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მართლმადიდებლური ეკლესია, დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. პატრიარქმა, წინა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა

ამინდი