Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ცაგერში გზაზე საგზაო ნიშნები უკუღმა განათავსეს?!

თარიღი : 2-08-2022, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„არ ენდოთ საგზაო ნიშნებს ცაგერში,“-მოქალაქის აღნიშნულ ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტებას აკეთებს.

“კიდე კარ­გი ქარ­თვე­ლი მძღო­ლე­ბი საგ­ზაო ნიშ­ნებს არ ვუ­ჯე­რებთ, თო­რემ ხო გა­დავ­ხტე­ბო­დით მდი­ნა­რე­ში. ვინც ეს და­ა­მონ­ტა­ჟა და მერე ვინც ეგ “ნა­მუშე­ვა­რი” ჩა­ი­ბა­რა, ხომ არ უჟუ­ი­ლებთ ცოტა,” – წერს გი­ორ­გი ონი­ა­ნი.

მათი თქმით, საგზაო ნიშნები სტანდარტების დაცვით არის განთავსებული, ხოლო სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მათი აზრით, არასწორი მიმართულებით ფიზიკური ზემოქმედების შედეგად არის შებრუნებული.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი ემსახურება საერთაშორისო და შიდასახლმწიფოებრივი მნიშვენლობის 6970 კმ საავტომობილო გზების ქსელს.

საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრნველსაყოფად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს ყოველდღიურ მოვლა-შენახვის სამუშაოებსა და ზედამხედველობას, რომელიც მოიცავს საგზაო ქსელის ყოველდღიურ ინსპექტირებას, ტექნიკური მახასიათებლების მონიტორინგს და სხვა ღონისძიებებს.

ასევე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ, დადგენილი წესის შესაბამისად, საავტომობილო გზების ქსელის ინსპექტირების ფარგლებში, ხორციელდება ფოტო და ვიდეო გადაღება და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად შესაბამისი დამატებითი რეკომენდაციების მომზადება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე საგზაო უსაფრთხოების ინსპექტირება განხორციელდა მიმდინარე წლის 8 ივლისს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ გზის მონაკვეთზე საგზაო ნიშნები განთავსებულია სტანდარტის დაცვით. შესაბამისად, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოდთ, რომ საგზაო ნიშნები არასწორი მიმართულებით შებრუნებულია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად.

სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტი არ არის პირველი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვლა-შენახვის კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკმაოდ ხშირად უწევთ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებული საგზაო ნიშნების გამოსწორება,"-აცხადებენ დეპარტამენტში.


ნანახია: 180-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზის შეზღუდულ მონაკვეთში, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.
ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე დატვირთული სატრანზიტო მოძრაობის გამო, სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე ვიბროხმაურიანი ზოლები მოეწყო.

ამინდი