ქუთაისში, გახარიას პარტიის დეპუტატს თხოვნა შეუსრულეს
თარიღი : 1-08-2022, 21:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს წევრს გიორგი გახარიას პარტიიდან თხოვნა შეუსრულეს. ელეონორა არჩაია ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე იმ მოედნის დასუფთავებას ითხოვდა, რომელიც ეკალ-ბარდებით იყო დაფარული.
“რამდენიმე წლის წინ, წერეთლის ქუჩაზე მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთის მოედნები და საბავშვო ატრაქციონები. პროექტის ღირებულება 100 ათას ლარზე მეტს შეადგენდა.
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ამ ლოკაციაზე დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო, მათ შორის პირადი რესურსებით. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დავიწყეთ სტადიონის რეკონსტრუქცია და მისი გამოცოცხლება. ამის შემდეგ ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის დახმარებითაც პროექტი დასრულდა.
სამწუხაროდ, დღეს ადგილზე სავალალო მდგომარეობაა. სტადიონი მთლიანად დაფარულია ეკალბარდებით და მისი გამოყენება შეუძლებელია.
მივმართავ შესაბამის სამსახურებს თხოვნით, დაუყოვნებლივ მოახდინონ ტერიტორიის გაწმენდა და მოწესრიგება. დროულად დავუბრუნოთ სივრცეს პირვანდელი სახე, რათა არ მოხდეს პროექტში ჩადებული თანხების, შრომისა და ენერგიის ფუჭად დაკარგვა,”-წერდა დეპუტატი რამდენიმე დღის წინ.

ელეონორა არჩაიამ ამჟერად დასუფთავებული მოედნის ფოტოები გამოაქვეყნა და მისი თხოვნის გათვალისწინებისთვის შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა.