Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხომალდი დააბრუნა და ფრენების რაოდენობა გაზარდა

თარიღი : 1-08-2022, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
1-ლი აგვისტოდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლა.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1-ლი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. გარდა ამისა, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.


ნანახია: 349-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.

ამინდი