Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

თარიღი : 1-08-2022, 12:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

მამუკა ონაშვილი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

მამუკა ონაშვილმა სოლო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ის იყო მუსიკალურ-გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე და აჭარის ტელევიზიაში.

2001 წლიდან მონაწილეობდა პროექტში-„იუმორინა“.

მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“.

გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი. მამუკა ონაშვილს მიღებული აქვს სხვადასხვა მუსიკალური ჯილდო.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მამუკა მაჩიტიძის მეუღლე ქეთევან მაჩიტიძე ამბობს, რომ ის მომხდარით შეძრწუნებულია.
მამუკა მღვდელაძის პასუხი, ლეიბორისტულ პარტიას.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მღვდელაძის მიერ მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო
ქუთაისში, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მამუკა ჩიხლაძემ საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“

ამინდი