რაჭაში, მუსიკალური ფესტივალის სტუმრები გაქურდეს

რაჭაში, “როკვას” მუსიკალურ ფესტივალზე მისული სტუმრები გაქურდეს. როგორც ირკვევა, უცნობი პირები სტუმრების ავტომობილებს მინებს უმსხვრევენ და საფულეებს იპარავენ.
“ძალიან ფრთხილად იყავით “როკვა”-ს პარკინგზე, მანქანის მინა დაგვხვდა ჩამტვრეული. გვერდითა მანქანაზეც ანალოგიური სიტუაცია დაგხვდა და საფულეებია ამოღებული. პოლიცია ვერაფერს შვება
ROKVA Festival 5 ლარს როცა ვიხდით პარკინგში და სპეციალური ზონა გაქვთ მოწყობილი, ფესტივალიდან 2 კილომეტრის ქვეშ. ვალდებულები ხართ, რომ ეს ტერიტორია დაიცვათ და რამენაირად გააკონტროლოთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობა აღარ უნდა იყოს.
სირცხვილია უბრალოდ, არაფრის ღირსები არ ვართ საერთოდ, რა ფესტივალზეა საუბარი!,”-ამბობს ერთ-ერთი სტუმარი.
ცნობისთვის, კურორტ შოვში ფესტივალი 29 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება. ფესტივალის სტუმრებისთვის სპეციალური პარკინგია მოწყობილი, რომლით სარგებლობა 5 ლარი ღირს.