Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში ჯგუფური თაღლითობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს

თარიღი : 27-07-2022, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული აქტიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარის რეგიონში 12 პირი დააკავეს, ხოლო 6 პირს ბრალი წარედგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის და მითვისების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული თ.თ., 1987 წელს დაბადებული ა.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული კ.დ., 1997 წელს დაბადებული ა.ფ., 1997 წელს დაბადებული ი.ჩ., წარსულში ნასამართლევი 1995 წელს დაბადებული ა.ს., 1992 წელს დაბადებული შ.შ., 1985 წელს დაბადებული გ.გ., წარსულში ნასამართლევი 1984 წელს დაბადებული უ.ბ., 1995 წელს დაბადებული ხ.კ., 1994 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.მ.

ამავე ფაქტზე ბრალი წარედგინათ: 1988 წელს დაბადებულ ც.ნ.-ს, 1978 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს, 1991 წელს დაბადებულ თ.ჩ.-ს, 1972 წელს დაბადებულ ქ.თ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ი.თ.-ს და 1990 წელს დაბადებულ მ.თ.-ს.

დანაშაულები 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ერთმანეთზე გააფორმეს ლიზინგის ხელშეკრულებები, შეცდომაში შეიყვანეს სალიზინგო კომპანიის წარმომადგენლები, შემდეგ კი არც ერთი გადახდა არ განუხორციელებიათ კომპანიის მიმართ და არც მანქანები დაუბრუნებიათ სალიზინგო კომპანიისთვის.
ბრალდებულები, დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 20-მდე ავტომანქანას, სალიზინგო კომპანიას კი 200 000 ლარამდე მატერიალური ზიანი მიაყენეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას და მითვისებას, რამაც დიდ ოდენობით ზიანი გამოიწვია,”-აცხადებენ უწყებაში.


ნანახია: 223-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია თბილისსა და ქუთაისში ერთდროულად ჩაატარეს.

ამინდი