Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიამ 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა

თარიღი : 6-07-2022, 16:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიამ 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა.

მერიის 30 -ზე მეტი სოციალური პროგრამა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარების პროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა პროგრამა, გადაუდებელი რეაგირების პროგრამა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლების ხარისხის ამაღლების პროგრამა სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ.

ამ ეტაპზე ახალი სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 845 000 ლარით ფინანსდება (პროექტი დაიწყო 2021 წელს). შენობის მოწყობა სამშენებლო და საცხოვრებელი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რაც ასევე ითვალისწინებს კაპიტალურ რემონტს. პროცესის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ფართით 40 ოჯახი დაკმაყოფილდება.

“გარდა ამისა, ქალაქში მოქმედ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ ქუთაისის სოციალურ სამსახურში არსებული ყველა სოციალური პროგრამით მათ შორის მადლიერების სახლის სერვისით, უფასო სამგაზვრო ბარათებით მუნიციპალურ ტრანსპორტში, მათ ასევე სრულად უფინანსდებათ კომუნალური გადასახადები.

ქუთაისის მერიამ სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით 2022 წელს ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდე გაზარდა,”-ნათქვამია ქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული
პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, 60 სახლის სახურავის გამოცვლას ითვალისწინებს.

ამინდი