Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მენეჯერის გათავისუფლებას აპროტესტებენ

თარიღი : 6-07-2022, 12:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალის თანამშრომლები ქალაქის მერიასთან აქციას მართავენ. ისინი ფილიალის მენეჯერის მაია რუხაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის მენეჯერის განთავისუფლების მიზეზები უცნობია. ისინი ხელმძღვანელობისგან მიზეზების განმარტებას ითხოვენ.

“აქ ვართ ჩვენი მანქანებით და აქედან გავდივართ გამოძახებებზე. არც მაიამ იცის გათავისუფლების მიზეზები. ველოდებით განმარტებებს,”-აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები.

აქციას გამოეხმაურა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე. დავით ტორუას თქმით, ქუთაისის სამსახურის მენეჯერმა მაია რუხაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დავით ტორუას თქმით, ის ესაუბრა სასწრაფოს თანამშრომლებს. მისივე თქმით, სამსახური ამ ეტაპზე შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას.


ნანახია: 310-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში 10 ბრიგადა მუშაობს.
ქუთაისში, ე.წ. საღორიის დასახლებაში, ახალგაზრდობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

ამინდი