Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ დააგვიანონ გამოცდებზე

თარიღი : 6-07-2022, 12:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 96%-ზე მეტი გამოსაცდელი. დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა.

"მეორე სესიაზე მასწავლებლები უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩააბარებენ, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები კი გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების მიზნით გაივლიან ტესტირებას. გამოსაცდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი - 15:00 საათზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდების ყველა მონაწილეს, რომ არ დაიგვიანონ და გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად არის აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში,"-აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


ნანახია: 147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ამინდი