ონში, სოფელ ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით გზის სხვადასხვა მონაკვეთი ჩაწყდა
თარიღი : 4-07-2022, 22:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ ფსორი-ბაჯიხევის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
ჩაწყვეტილია გზის სხვადასხვა მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნული მიმართულებით ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს სოფელ ჩორდი-ბაჯიხევის შემოვლითი გზით.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით შექმნილია, უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით, სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.