Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სტიქია ლეჩხუმში-ზუბის თემში მოსახლეობა დაზარალდა

თარიღი : 2-07-2022, 23:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტიქია ლეჩხუმში.

ზუბის თემში უხვი ნალექის შედეგად, ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც საავტომობილო გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობასაც. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობები.

სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

“ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და მოსახლეობას საფეთხე არ ემუქრება. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ხვალ დილიდან შეიქმნება სტიქიის დამთვლელი კომისია და მოხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა,”-აცხადებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.


ნანახია: 161-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი