უწერა-გლოლის გზაზე, მეწყერის შედეგად ჩაკეტილი გზა გაიხსნა
თარიღი : 1-07-2022, 23:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრზე (უწერა-გლოლის მონაკვეთი) მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა გამოიწვია.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, სტიქიის ადგილზე, მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და ტექნიკური რესურსი.
“ამ დროისთვის, სრულიად გაწმენდილია აღნიშნული გზის მონაკვეთი და დასაშვებია ნებისმიერი ავტოტრანსპორტის საშუალებით გადაადგილება,”-აცხადებენ ადმინისტრაციაში.