Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ხონის სახალხო თეატრის დასი ჟიურის მიერ ორ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა

თარიღი : 1-07-2022, 22:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საერთაშორისო ფესტივალის “თეატრალური იმერეთი 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ხონის სახალხო თეატრის დასი ჟიურის მიერ ორ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.

ნომინაცია “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” - მსახიობი დემურ საღარეიშვილი-“აფხაზური ჩანახატები” -რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი -მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის - ,,აფხაზური ჩანახატები,, - რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის სახალხო თეატრი).

ფესტივალის საზეიმო დახურვას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და მერის მოადგილე მანანა გოფოძე ესწრებოდნენ.

ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი - „ქალაქი“ , რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - ლაშა ლომჯარია, სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ (ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - გიორგი მეტონიძე, „ნატვრის ხე“ (საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე „ობლები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ლორიტა ჯორჯიკია - სასტუმრო ორი სამყაროს აგსაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინე ჩხეიძე - მაცეკვე ტანგო, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი;

ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - რადი შენგელია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი);

საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - გუდუნა სახამბერიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი)
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - თეონა ლომსიანიძე - (ბაღდათის სახალხო თეატრი);

ნომინაცია - საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი - ეთერ დევაძე, სოფლის აშიკი, ბაღდადის სახალხო თეატრი;

საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - მიხო ჭელიშვილი „ნაცარქექია“ (წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის სახალხო თეატრი);

საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი მამის როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი;

ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - ნინო ჭახნაკია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე - (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი).

მიმდინარე წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი იყო განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები.

ფესტივალის ფარგლებში, მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ ჯამში 17 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.


ნანახია: 125-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას

ამინდი