Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინს ამოწმებს

თარიღი : 30-06-2022, 23:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ნაყინს ამოწმებს. სააგენტოს ინფორმაციით, სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.

სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის ნიმუშები აიღეს. სურსათში სალმონელასა და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით, 100 ნიმუშს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაუტარდა. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.nfa.gov.ge (სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენესი არის პათოგენური მიკროორგანიზმები, რომელმაც ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ინფექციური დაავადებები - სალმონელოზი და ლისტერიოზი),”-აცხადებენ სააგენტოში.


ნანახია: 219-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში,
2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად

ამინდი