Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სახალხო თეატრის სპექტაკლმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა

თარიღი : 29-06-2022, 21:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საერთაშორისო ფესტივალის “თეატრალური იმერეთი 2022“-ის ფარგლებში, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში, სპექტაკლი “ანტიგონე“ გაიმართა.

ვანის სახალხო თეატრის მსახიობებმა ლაშა ლომჯარიას რეჟისორობით, სცენაზე ჟან ანუის პიესა გააცოცხლეს და მაყურებლის უდიდესი მოწონება დაიმსახურეს.

სპექტაკლს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

მიმდინარე წელს თეატრალური ფესტივალი მეცამეტედ იმართება, რომლის ფარგლებშიც, პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.

ფესტივალის დახურვის ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში პირველ ივლისს გაიმართება.


ნანახია: 136-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრის სცენაზე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ლაშა
კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრის სცენაზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და ვანის
პრემიერამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

ამინდი