Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოპოზიცია: ქუთაისის მერიის თანამშრომლები გაბრაზებული მოქალაქეების როლს ასრულებენ

თარიღი : 29-06-2022, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი გიგა შუშანია ქალაქის მერს და მერიას ევროკავშირის წინააღმდეგ საბოტაჟში ადანაშაულებს. შუშანიას თქმით, ქუთაისში, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან შეხვედრისა და ევროპის მხარდამჭერი ბუკლეტების დარიგების დროს, მათ საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ, რომლებიც როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, გაბრაზებული მოქალაქეების როლს ასრულებდნენ.

შუშანია ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეები სუსის დავალებას ასრულებენ და ხალხის სასარგებლო საქმის კეთების ნაცვლად, საბოტაჟით არიან დაკავებული.

“მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა ნინო ტყეშელაშვილი, რომელიც ნიკეას
ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელია. ის ალბათ სუსისგან იღებდა დავალებებს და იღებდა ამ ყველაფერს,”-ამბობს გიგა შუშანია.


ნანახია: 459-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის ხელმძღვანელი გიგა შუშანია ამბობს, რომ სამუშაო ოთახის გარეშე დარჩენის მიზეზად საკრებულოში მათ ის მიზეზი დაუსახელეს, რომ

ამინდი