Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონის სოფელ სორგითის ნაწილი მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყდა

თარიღი : 26-06-2022, 18:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ძლიერი წვიმების შედეგად ონის სოფელ სორგითში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის შედეგადაც, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა დააზიანა.

მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა მუნიციპალიტეტის ცენტრს მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი, რამაც პრობლემა შეუქმნა სოფელ სორგითის მოსახლეობას.

ონის მერიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები.

“აღნიშნულ საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება.

უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის დროულად აღმოფხვრის მიზნით, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს მიყენებული ზარალის დათვლას, რის შემდგომადაც, უმოკლეს პერიოდში გატარდება საჭირო ღონისძიებები,”-აცხადებენ ონის მერიაში.


ნანახია: 194-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი