წყალტუბო-ცაგერისა და სოფელ უწერასთან დამაკავშირებელ გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თარიღი : 26-06-2022, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი სტიქიის შედეგად, გზებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის გადაადგილება აღდგენილია ალპანა-ცაგერისა და სოფელ უწერასთან დამაკავშირებელ გზებზე.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად, აღნიშნული საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული მიწა-კლდის მასის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ასევე აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა).
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდინარე რიონის გადმოსვლის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.