ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ‘ბაღდათი’ საიუბილეო კონცერტი გამართა
თარიღი : 24-06-2022, 23:19 | კატეგორია: ახალი ამბები

ბაღდათის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბაღდათი" საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. სახელმწიფო ანსამბლის დაარსებიდან 12 წელი გავიდა. ბაღდათის თეატრში მისულმა მაყურებელმა ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეების მიერ შესრულებული შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრები იხილა.
დასმა, რომლის ქორეოგრაფიც ხვიჩა ლომიძე იყო, პირველი კონცერტი 2010 წელს გამართა და სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი/დაფინანსება მოიპოვა. მაშინდელი გუნდი 22 მოცეკვავისგან შედგებოდა.
აღსანიშნავია, რომ დასი წლების მანძილზე ვითარდება, იზრდება და არაერთ ღონისძიებას მართავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მრავალფეროვანი გახდა რეპერტუარიც. დღეს ანსამბლს მოტივირებული და ახალგაზრდა ქორეოგრაფი ლერი ჭულუხაძე წარმატებით ხელმძღვანელობს.
ორგანიზატორებს საიუბილეო კონცერტის ჩატარების იდეა ორი წლის გაუჩნდათ, თუმცა პანდემიამ იდეის განხორციელების შესაძლებლობა არ მისცათ.