‘მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტშია მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე’,-რა ხდება ხონში, რომელიც სტიქიამ დააზარალა
თარიღი : 23-06-2022, 15:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უხვმა ნალექმა და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა თორმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში. ძლიერი წვიმებისგან წარმოქმილმა წყალდიდობამ ქალაქის, კუხის, ივანდიდის, ქუტირის, ნახახულევის, მათხოჯის, დედალაურის, გორდის, კინჩხისა და ძეძილეთის სოფლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
“ამ ეტაპზე მიმადინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სტიქიით დაზარალებულებთან მუშაობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია. გარდა ამისა, სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტშია მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, რომელიც დილიდან ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიით მიყენებულ ზიანს ეცნობა.
წყალმოვარდნების შდეგად აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საუბნო გზები, წყალმა შეაღწია საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც, ასევე დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები,”-ნათქვამია ხონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.