Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ინფორმაცია სამუშაოს მაძიებლებისათვის-ავტობანის მშენებელი კომპანია კადრებს ეძებს

თარიღი : 23-06-2022, 00:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ჩინეთის გზებსა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ (CRBC), რომელიც ავტობანს აშენებს, თანამშრომლებს ეძებს.

კომპანია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმიანობს. “ჩინეთის გზებსა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ (CRBC) ამ ეტაპზე მაგისტრალის ახალ მონაკვეთზე იწყებს მუშაობას, რომლის სრული სიგრძე 13,05 კმ-ია (სამშენებლო პერიოდი - 36 თვე). მშენებლობა სოფელ ბორითთან იწყება და სოფელ წევამდე გრძელდება.

დღეისათვის, კორპორაციაში რამდენიმე პოზიციაზე არის ვაკანსიები. გთავაზობთ პოზიციების ჩამონათვალს და ამ კონკრეტულ პოზიციაზე საშუალო თვიურ ხელფასს:

1. ავტო ამწის ოპერტორი;
2. ბულდოზერის ოპერატორი;
3. ავტობუსის მძღოლი;
4. ამწის მძღოლი;
5. შეფის დამხმრე;
6. დამსუფთავებელი;
7. გზის სატკეპნის (კატოკის) მძღოლი;
8. მუშა (დამხმარე მუშა);
9. ელექტრიკოსი;
10. შემდუღებელი;
11. მოძრაობის მაკონტროლებელი;
12. ტექნიკის ელექტროშემკეთებელი;
13. ექსკავატორის მძღოლი;
14. საწვავმზიდის მძღოლი;
15. გრეიდერის ოპერატორი;
16. ტექნიკის ლაბორანტი;
17. მტვირთავი ოპერატორი ;
18. გვირაბის მუშა;
19. მანუკულატორის მძღოლი;
20. ბეტონის მიქსერის მძღოლი;
21. სამასვლის მძღოლი;
ამის გარდა არის სხვა პოზიციებიც.

ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ესაჭიროება შესაბამისი მართვის მოწმობა. ასევე, განსაზღვრულია დასაქმებულთა ასაკობრივი ზღვარი და თითოეულ პოზიციაზე მუშაობის მსურველიუნდა იყოს 18-60 წლის.

აქვე, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ჯანმრთელობის ცნობა, ნასამართლეობის ცნობა, ბანკის ანგარიში (თბს ან საქართველოს ბანკი), 2 ფოტო - 3x4. დოკუმენტების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე 09:00 საათიდან 19:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ზესტაფონი, უშანგი ჩხეიძის 49.

საკონტაქტო პირები:
გვანცა თოთაძე დავით ალხაზიშვილი
HR ოფიცერი კოორდინატორი
ტელ: +995 574 32 32 35 ტელ: +995 577 395 295
Mail: gvancatotadze@gmail.com


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატრულის თანამშრომლები მძღოლს ავტომანქანის გაჩერებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა მძღოლი პატრულის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.
მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა

ამინდი