Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მელიტონ ბალანჩივაძის 160 წლის იუბილეს ქუთაისში ‘მუსიკის დღეები 2022’ მიეძღვნება

თარიღი : 22-06-2022, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით, ქუთაისში, " მუსიკის დღეები 2022" გაიმართება, რომლის ფარგლებში ჩატარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები, ჯაზის საღამო და მასტერკლასები.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

"მუსიკის დღეები 2022" მელიტონ ბალანჩივაძის 160 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

23.06.2022 - ა(ა)იპ ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის - მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საანგარიშო კონცერტი.

ჩატარების ადგილი: ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. ( ქუთაისი,წმ. ნინოს ქ. N 17 )
დას: 17:00 სთ

25.06.2022 - საგუნდო მუსიკის კონცერტი

მონაწილეობენ: ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის გუნდები, ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახ.მე-2 სამუსიკო სკოლის გუნდი, ქუთაისის აკ.ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებლის გუნდები.

ჩატარების ადგილი: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი (ქუთაისი, თამარ მეფის ქ.59)
დას: 16:30 სთ

28.06.2022 - ა(ა)იპ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №1 სამუსიკო სკოლის 2022 წლის კურსდამთავრებული ლიზი მეგრელიშვილის კონცერტი. პედ: ხათუნა ჭოხონელიძე. ჩატარების ადგილი: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის № 2 სამუსიკო სკოლა ( ქუთაისი, გ.ტაბიძის ქ. 52)

დას: 17:00 სთ.

30.06.2022 - ჯაზის საღამო. ნიკა ჯანელიძის კვინტეტი.
მონაწილეობენ : ლუკა თოფურია (კლავიშები), დავით გოგისვანიძე (ბას-გიტარა), თორნიკე აბულაძე (საქსოფონი),
ნიკა ჯანელიძე (კლავიშები და გიტარა), გიო კაპანაძე ( დრამი).
ჩატარების ადგილი:ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი (ქუთაისი, თამარ მეფის ქ.59)
დას:18:00სთ

01.07.2022 - მუსიკალური დღეების ფორმატში მასტერკლასებს ჩაატარებენ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ჯაზის განყოფილების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ნიკა ჯანელიძე და ცნობილი მუსიკოს- შემსრულებელი ვ.სარაჯიშვილის კონსერვატორიის ჯაზის სპეციალობის კურსდამთავრებული ლუკა თოფურია.
ჩატარების ადგილი: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის № 2 სამუსიკო სკოლა (ქუთაისი, გ.ტაბიძის ქ. 52)

დას: 12:00 სთ

01.07.2022 – „ კამერტონი - საქართველოს„ ახალგაზრდა მუსიკოსთა კონცერტი.

მონაწილეობენ : გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ნატალია ტურიატკო (ვიოლინო), ფალანდა ღვინჯილია (ტენორი), ელენე კვანტალიანი, ეკა ნიკოლაძე, გიორგი წიკლაური (ფ-ნო). “კამერტონ საქართველოს“ მუსიკალური ხელმძღვანელი - კირა ლელაშვილი.
ჩატარების ადგილი: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის № 2 სამუსიკო სკოლა (ქუთაისი, გ .ტაბიძის ქ. 52)
დას: 18:00 სთ.


ნანახია: 124-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ უზრუნველყო.

ამინდი