Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინიდან დევნილი ოჯახების დახმარებას განაგრძობს

თარიღი : 22-06-2022, 12:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილს რიტა დიაჩენკოს გოგონა შეეძინა.

მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, ხარაგაულის მერიის სახელით, პატარა ამალია დიაჩენკო, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანა თხელიძემ და ეკა რობაქიძემ მოინახულეს.

დიაჩენკოების ოჯახს საკვები პროდუქტები და ბავშვისთვის აუცილებელი პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ ნოვაია -კახოვკადან ჩამოსული ოჯახი, ვარძიაში მასპინძელ ოჯახში აგრძელებს ცხოვრებას.

“შეხვედრისას უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს. ხარაგაულის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება.
მერიის ორგანიზებით, უკრაინელების მხარდასაჭერად სხვადასხვა სახის აქტივობები კვლავ გაგრძელდება,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 132-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი