ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ‘წლის საუკეთესო კადეტები’ გამოავლინეს
თარიღი : 22-06-2022, 09:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო კადეტები გამოვლინდნენ.
პირველი სასწავლო კურსის „წლის საუკეთესო კადეტის“ ტიტული გიორგი წოწოლაშვილმა, ხოლო მეორე სასწავლო კურსის „წლის საუკეთესო კადეტის“ ტიტული ვიქტორია ლიპარტელიანმა მოიპოვა. მათ ამ წარმატებისათვის ლიცეუმის პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, დროშის აღმართვის პატივი ერგოთ.
დროშის აღმართვის ცერემონიალში, „წლის საუკეთესო კადეტის“ ტიტულის მქონე კადეტებთან ერთად, მონაწილეობდა პირველი სასწავლო კურსის კადეტი ქეთევან გოგია. მან სასწავლო წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ მიიღო ლიცეუმის სამოტივაციო პროგრამაში -„დროშის აღმართვის ცერემონიალი“ მონაწილეობა.
კადეტებს წარმატება მიულოცა ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. მან კადეტები სიგელებითა და ლიცეუმის მედალიონით დააჯილდოვა.
ლიცეუმში კადეტთა მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა პროგრამა მოქმედებს.