Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაზიანებული გზები, ელექტროგადამცემი ბოძები, სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები-სტიქია ამბროლაურში

თარიღი : 21-06-2022, 23:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზიანდა.

ამბროლაურის მერიის ცნობით, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიამ დააზიანა სოფლები: ლიხეთი, აბარი, ურავი, საკეცია, ზნაკვა, სადმელი. დაზიანებულია გზები, ელექტროგადამცემი ბოძები, დატბორილია ეზოების და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი, ათამდე საცხოვრებელ სახლს გადახდილი აქვს სახურავები.

“სტიქიით დაზარალებულ სოფლებში შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფებიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქრისტინა კობახიძე და მერის პირველი მოადგილე დავით გოგლიძე.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დილიდან შეიქმნება სტიქიის დამთვლელი კომისია და მოხდება ზარალის ზუსტი აღრიცხვა,”-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.


ნანახია: 179-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი