‘დღესასწაული უნდა იყოს მასშტაბური და დასამახსოვრებელი,’-წყალტუბოს მერმა თანამშრომლებს ‘შემოდგომის წყალტუბოსთვის’ მომზადება დაავალა
თარიღი : 21-06-2022, 19:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

წყალტუბოში ქალაქის მთავარი დღესასწაულის-“შემოდგომის წყალტუბოს” აღსანიშნად მზადება დაიწყო.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე განათლების, კულტურის, მედიცინის, ასევე, ქალაქში არსებული სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და “შემოდგომის წყალტუბოს”ორგანიზების შესახებ გეგმები გააცნო.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის რესურსების წარმოჩენა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, გვეყოლება მაღალი რანგის სტუმრები როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის დამეგობრებული ქალაქებიდან. დღესასწაული უნდა იყოს მასშტაბური, დასამახსოვრებელი და ყველასათვის სასიამოვნო განწყობის შემქმნელი,”-აღნიშნა მერმა.
“შემოდგომის წყალტუბო 2022” 1-2 ოქტომბერს ჩატარდება.