‘იმერეთის რეგიონში კულტურული ტურიზმი საჭიროებს ხელშეწყობასა და წახალისებას,’-იმერეთის ტურიზმის ცენტრის გეგმები
თარიღი : 21-06-2022, 18:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

DMO იმერეთსა და ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარი დევიძე და ფოლკლორის ცენტრის ხემძღვანელი ზეინაბ ბურჯანაძე კერძო ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ერთად განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.
“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში და კერძოდ იმერეთის რეგიონში კულტურული ტურიზმი საჭიროებს ხელშეწყობასა და წახალისებას, ხოლო ქართული ფოლკლორი მოთხოვნად ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის მოწინავე ადგილს იკავებს, მემორანდუმი ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აპრობირებული და წარმატებით დანერგილი მეთოდის განხორციელებას და ხელს შეუწყობს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ პროდუქტად ქცევას,”-ამბობს მარი დევიძე.