ხონის სოფელში გაშენებულ ლურჯი მოცვის პლანტაციაში 50 ადგილობრივია დასაქმებული
თარიღი : 21-06-2022, 16:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოჩა-ჯიხაიშში მდებარე 20 ჰა-ზე გაშენებული ლურჯი მოცვის პლანტაცია ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძემ, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ზურაბ მიქაძესთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრა.
ტერიტორიაზე მოეწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამჟამად ადგილზე დასაქმებულია 50-ზე მეტი ადამიანი.
დღესვე, დასაქმებულებს ჰიგიენის წესებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ.
პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის “დანერგე მომავლის” ფარგლებში განხორციელდა.