22 და 23 ივნისს, ღამის საათებში რიკოთზე მოძრაობაზე შეზღუდვაა
თარიღი : 21-06-2022, 16:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის 22 და 23 ივნისს 02:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთიანი ინტერვალით ჩაიკეტება.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 150-ე კილომეტრზე, მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხუნევის მშენებლობის პროცესში, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია ,,ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის“ საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, 2022 წლის 22 და 23 ივნისს 02:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 10-15 წუთიანი ინტერვალით ჩაიკეტება,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.