Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მაინერების გამოვლენის სპეცოპერაციები მესტიაში უნდა გაგრძელდეს, სხვა გამოსავალი არ არის”

თარიღი : 21-06-2022, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მესტია ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით წლიდან წლამდე რეკორდებს ხსნის. რეგიონში, სადაც ფიზიკური პირები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან, კრიპტოვალუტების გამომუშავება ხშირია, ეს კი რეგიონს ელექტრო მომარაგების კუთხით პრობლემებს უკვე დიდი ხანია უქმნის.

მესტიაში მაინერების მუშაობის გამო, ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას რომ ტურიზმზე თავისი ეფექტი ექნებოდა, ამას ჯერ კიდევ ზამთარში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც ამბობდა. ნარმანიას პოზიცია იყო, რომ სვანეთში გათიშულიყო "უკანონო მაინერები", და თუ საჭიროება მოითხოვდა, ის უნდა დაყადაღებულიყო კიდეც.

დღეს სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად მესტიის მაცხოვრებლების დაპირებისა და მაინერების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციებისა, ადგილზე ელექტროენერგიის მოხმარება მზარდი ტენდენციით მაინც ხასიათდება. მისივე თქმით, არსებული ქსელი მეტ დატვირთვას ფიზიკურად ვერ უძლებს, რის გამოც ახალი ობიექტების დაერთება ვეღარ ხორციელდება.

“სპეცოპერაციები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. სხვა გამოსავალი არ არის. სხვა შემთხვევაში იქ არსებული სიმძლავრეები მაქსიმალურად ათვისებული და დატვირთულია, ამიტომაც ახალი ობიექტების მიერთება შეჩერებულია. მარეგულირებელი კომისიის მიღებული გადაწყვეტილებით, გადავადებულია ახალი ობიექტების მიერთება, ვინაიდან არსებული ქსელი კიდევ დამატებითი სიმძლავრეებით დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ამას ასაბუთებს "ენერგო პრო", როცა ითხოვს ჩვენთან ახალი მიერთებების გადავადებას. ამდენად მესტიაში მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია", - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.


ნანახია: 155-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარი ადგილი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი,ჟურნალისტებთან, მის 6
ახალი კანონის მიხედვით, სემეკის თავმჯდომარეს ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერი დანიშნავს, მანამდე კი თავმჯდომარის ადგილს

ამინდი