Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მოსახლეობა უფასო იურიდიული დახმარების მიღებას შეძლებს

თარიღი : 21-06-2022, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში, პოლიკარპე კაკაბაძის 17-ში, იურიდიული დახმარების სამსახურის ხონის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. შესაბამისად უფასო სამართლებრივი დახმარება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების მცხოვრებთათვის. მანამდე ხონელებს იურისტების დახმარების მიღება ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროში შეეძლოთ. ამიერიდან კი დროული და ეფექტური სამართლებრივი დახმარების მიღება ადგილზე, თვითონ ხონშიც შესაძლებელი იქნება.

საკონსულტაციო ცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარს პირველ მოდგილე გელა ჩოგოვაძესთან და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

გახსნის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ხონის საზოგადოებას წარუდგინა კოსნულტანტი ლანა უგულავა, რომელიც საკონსულტაციო ცენტრში ყოველდღიურად, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მოემსახურება როგორც სოციალურად დაუცველებს, გადახდისუუნაროებს, ასევე, სხვა მოქალაქეებს, ვინაიდან სამსახურის მიერ სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყველასთვის უფასოდ ხორციელდება.

სპეციალურ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ის უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაზეც იურიდიული დახმარების სამსახური მუშაობს, მოსახლეობას წარედგინა მიმდინარე პროექტები. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია "პარალეგალების" პროექტმა.

ადგილობრივთა ნაწილიმა გამოთქვა სურვილი დარეგისტრირდეს პირველადი იურიდიული დახმარების გაწევის მსურველთა სიაში.


ნანახია: 105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმ, მელიტონ ბენიძემ ბოლო 10 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის მიღწევებზე
სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული დახმარება გაფართოვდა.
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ ლ.ყ.-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 1

ამინდი