Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის მაჟორიტარი საპენსიო ასაკის 5 წლით შემცირებას ითხოვს

თარიღი : 20-06-2022, 22:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულის მაჟორიტარი ბეჟან წაქაძე საპენსიო ასაკის 5 წლით შემცირებას ითხოვს. აღნიშნული მიზნით, წაქაძემ საქართველოს პარლამენტში "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, “მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე, კერძოდ ტყიბულსა და ჭიათურაში არსებულ შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის დასაქმებულ პირებს პენსიაზე უფლება უნდა წარმოეშვათ 60 წლის ასაკის მიღწევისას, ხოლო ქალებს 55 წლის ასაკიდან. შესაბამისად კანონპროექტით ორდინალური საპენსიო ასაკი უნდა შემცირდეს 5 წლის ვადით”.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე განსახილველად პროექტი წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს გადაეგზავნათ.


ნანახია: 323-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით – 180 ლარამდე გაიზარდა.
'ქართული ოცნება-დემოკრატიული სააქართველოს' ვანისა და ხონის გაერთინებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ხონის

ამინდი