ქუთაისში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება ივლისში იგეგმება
თარიღი : 20-06-2022, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტი გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს: სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტო-ბეტონის საფარით, მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემები.
სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული შპს „ქეი კონსთრაქშენი“ ასრულებს.
სააკაძის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის 1 479 402 ლარი დაიხარჯება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით ფინანსდება.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისის თვეში უნდა დასრულდეს.